„სამი საფეხური“ კიევის საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 24.04.2017
ნანახია: 1374

 

სოსო ბლიაძის ფილმი „სამი საფეხური“ კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმს ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და მაყურებლის ჯილდო გადაეცა.

ქართველი რეჟისორის ნამუშევართან ერთად ფესტივალში ფრანგი, იტალიელი, პოლონელი, ფინელი, ნორვეგიელი, ბრაზილიელი, კანადელი, სამხრეთ კორეელი და ისრაელელი რეჟისორები მონაწილეობდნენ.

კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 2012 წლიდან იმართება.

გარდა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამებისა, ფესტივალი თემატურ პროგრამებს, რეტროსპექტივებს, ლექციებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო პროგრამებსაც მოიაზრებს. 

„სამი საფეხური“  13 წლის მარიამის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც მამასთან ერთად  თბილისის გარეუბანში მდებარე მიტოვებულ ჯიხურში ცხოვრობს. გოგონა ლუკმაპურის მოსაპოვებლად მთელი დღე მუშაობს, ხანდახან კი ქურდობს კიდეც.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში გაიმართა როტერდამის კონოფესტივალის (International Film Festival Rotterdam) ფარგლებში და ასევე ნიდერლანდებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე