რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 24.04.2017
ნანახია: 1402

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

 სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს და მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.

სამართალდამცველები რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამის მიზეზი გახდა შეტყობინება, თითქოს სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. განხორციელდა სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.

სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე