საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე-7 კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 14:02 | 24.04.2017
ნანახია: 1348

1 მაისს 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში,  საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთaდ, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე 7 - კონცერტს წარმოგიდგენთ.

ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ეციო ბოსსო.

ეციო ბოსსო მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღავნელი გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია. მისი მუსიკა სრულდება ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატს ოპერაში, ფლორენციის, ჰიუსტონის, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრში, სიდნეის ოპერაში და სხვა მსოფლიო წამყვან თეატრებში, იგი ასევე თანამშროლობს სონი-კლასიკალთან, სწორედ სონისთან ერთად გამოიცა დისკი მისი კომპოზიციებით. ეციომ ცნობილ კინორეჟისორებთან ტანდებით წლების მანძლზე მრავალი ფილმისათვის დაუვიწყარი კინომუსიკა შექმნა. იგი ასევე ქმნის მუსიკას ბალეტისთვის და თეატრისთვის. შექმნილი აქვს ტრიოები, კვარტეტები, სიმფონიები და სხვა მრავალი ნაწარმოებები.

2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც  ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს.

 

კარმენ ჯანატაზიო იტალიელი, კერძოდ ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღაირებული სოპრანო. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: მეტროპოლიტენ ოპერა, მილანის ლა სკალა, ლონდონის კოვენტ გარდენის, შანს ელიზეს, არენა დი ვერონას, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინო-რეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში „ტრავიატა“, რომელმაც მომღერალს  პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.

კარმენი ახლახანს წარსდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის „ნერვის“ დარბაზში, სეპციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია „რაის“  მიერ მთელ მსოფლიოში.

მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის „ვარსკვლავის კავალერის“ წოდებით.

ასევე კარმენ ჯანატაზიო არის „ბულგარის“ ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი ანტონიო რივა.

ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე  კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან  „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.

„ნატვრის ხემ“ გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ორასი ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შემოსილი.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია კომპანია „სოკარი“

მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკი, აგროჰაბი, ალმა, თრი დიზაინ რუმსი, ისრაელის სახლი. თბილი სიო, tkt.ge.

საინფორმაციო მხარდამჭერები:

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი2, იმედი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, ბილაინი, ჯეო ლაინი, სილქნეტი, ჯეოსელი, მაგთი, ფრონტ ნიუსი, საინფორმაციო სააგენტო ევორდი,  პორტალი კვირა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge -ზე.

საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი  სს  თიბისი  ბანკი   ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე