8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 24.04.2017
ნანახია: 1329

უბედური შემთხვევა მოხდა ვაზისუბანის დასახლებაში. 13 წლის გოგონა  8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდი ფოტოს გადაღების დროს გადმოვარდა. ასევე საუბრობენ თვითმკვლელობასა და მოზარდის გადმოგდებაზე.

ამ დროდმე უცნობია, მარტო იყო ის თუ ვინმესთან ერთად. მეზობლების თქმით, კორპუსის სახურავზე მოზარდები ხშირად ადიან, რადგან არ არის ჩაკეტილი ასასვლელი და არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. 

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალსიტები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე