თაღლითობის მცდელობა - დაკავებულია ორი პირი

საქართველო, თბილისი - 10:36 | 24.04.2017
ნანახია: 1045

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე, მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაპირდნენ.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა სანაცვლოდაც 10 ათასი დოლარი მოითხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 ათასი დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულთაგან ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე