განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 03.11.2015
ნანახია: 1829

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას“ იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.
„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ჩამოაყალიბებენ საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელს.
აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და უფრო მეტად შეუწყოს მათ ხელი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაში.
პროგრამა სტარტს 2015 წლის 10 ნოემბერს აიღებს.
„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება მოხდება 10 ნოემბრიდან - 22 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ), 2015.
დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/
ინფორმაცია საკონკურსო პირობების, მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://iec.gov.ge/4266



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე