სასტუმრო "მწვანეში" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:45 | 20.04.2017
ნანახია: 1181

თბილისში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ  მოსკოვის გამზირზე სასტუმრო მწვანეში მოხდა.

მოსკოვის გამზირზე მდებარე სასტუმროში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 46 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

ინციდენტის შემდეგ, დაშავებული პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ შემთხვევის ადგილზე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერებია განთავსებული, ადასტურებენ, რომ საპატრულო პოლიციამ ვიდეო ჩანაწერები დაათვალიერა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე