Victoria Secret-ის მოდელმა 2 მლნ დოლარდ შეფასებული ბიუსტჰალტერი წარადგინა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 03.11.2015
ნანახია: 1983

Victoria Secret-მა საზოგადოებას 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი აჩვენა. ყოველ წელს Victoria Secret-ის შოუზე ბრენდის ერთ-ერთი მოდელი წარადგენს  ბიუსტჰალტერს, რომელიც ძვირფასი თვლებით არის მორთული. ამ ჯერზე საპასუხისმგებლო მისია ლილი ოლდრიჯს დაეკისრა.

ბიუსტჰალტერს ოქროს 18-კარატიანი სარტყელი აქვს და 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა მორთული. მათ შორის 100 ბრილიანტია, დანარჩენი კი სხვადასხვა ზომის ლურჯი თოპაზი, ყვითელი საფირონი და ვარდისფერი კვარცის ქვებია.

ლილი ოლდრიჯი უძვირფასეს აქსესუარს 8 დეკემბერს Victoria Secret-ის  შოუზე წარადგენს. შესაძლოა ბიუსტჰალტერი  მოგვიანებით აუქციონზეც გაიყიდოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე