“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი დარენ ბენეტი იქნება

საქართველო, თბილისი - 14:40 | 18.04.2017
ნანახია: 2178

მეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი 21 აპრილს დაიწყება. წლევანდელი სეზონი განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება.

პროექტში მონაწილეობას ჰოლანდიელი, ბელორუსი, უკრაინელი და ბრაზილიელი კონკურსანტები მიიღებენ. 

მეშვიდე სეზონზე მონაწილეობას მიიღებს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ნოდარ რევიაც და უკრაინის ქალთა ბალეტის ხელმძღვანელი, ანია პალანჩუკიც.

“იმედის დროს“ ცნობით, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იტალიელი დარენ ბენეტი იქნება. ის პროექტში გოჩა ჩერტკოევს შეცვლის. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე