რას უკავშირდება ნუცა შანშიაშვილის ვიზიტი საქართველოში?

საქართველო, თბილისი - 12:45 | 18.04.2017
ნანახია: 1541

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი საქართველოშია. ის, უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და აქტიურად მუშაობას ახალ პროექტზე.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ მომღერალმა განუცხადა, სულ მალე ნუცას ახალი სიდი გამოვა, სადაც 5 ქართულენოვანი სიმღერა შევა.

„განსაკუთრებული სიყვარული და მონატრება მაქვს ჩემი სამშობლოს მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე ნიუ იუორკში დამეწერა 5 ქართულენოვანი სიმღერა, რომლებიც სიდის სახით მინდა რომ გამოვსცე და საქართველოს ვაჩუქო. ეს არის ის, ძირითადი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედი“, - გვითხრა მომღერალმა.

გარდა ამისა, ნუცა შანშიაშვილმა „პრაიმნიუსჯორჯიას“ ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ სულ მალე მომღერლის მამის, მოქანდაკის ჯემალ შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.

„ბედნიერი ვარ, რომ თბილისში მამაჩემის, მოქანდაკის ჯემალ შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნება. მისი შედევრები არის ყიფშიძეზე ყოფილ სახელოსნოში, რომელიც ავაშენე მე და დავარქვი სალვადორ დალის პატარა სახლი და გამოვიდა სახლ-მუზეუმი“, - განუცხადა „პრაიმნიუსჯორჯიას“ ნუცა შანშიაშვილმა.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე