„შენამდე“... კახა კუხიანიძის ახალი კლიპი და ვარსკვლავთცვენა ახალ ტფილისში

საქართველო, თბილისი - 14:38 | 13.04.2017
ნანახია: 2545

თბილი, მზიანი დღე, ახალი ტფილისი, წითელი ხალიჩა, ღვინო, ბევრი ღიმილიანი სახე და ვარსკვლავთცვენა ახალ ტფილისში. დიახ, ამ ყველაფრის მასპინძელი მომღერალი კახა კუხიანიძე იყო, რომლის კლიპის პრეზენტაცია ბარში „ალქიმია“ გაიმართა. ადგილი, სადაც ყველაფერი იყო გაკეთებული იმისათვის, რომ მოწვეულ სტუმრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

ამდენი მომღერალი ერთად თავშეყრილი ჟურნალისტებს დიდი ხანია არ უნახავთ. იმ ფონზე, როდესაც ქართულ შოუ ბიზნესში ფაქტიურად არაფერი ხდება, ეს სტერეოტიპი კახა კუხიანიძემ დაამსხვრია და ქართველ მსმენელს ახალი ნამუშევარი შესთავაზა. პრეზენტაციამაც დიდი პომპეზურობით ჩაიარა.

„შენამდე“, - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილის ეკუთვნის, ტექსტი – თემო საჯაიას, აკომპანიმენტი – პაატა ანდრიაძეს. მუსიკალურ რგოლზე სამმა ადამიანმა იმუშავა: მარიკა ქურდობაძემ, რამაზ გუნავამ და გიგი თევზეძემ. კლიპი გადაღებულია გორის ავტობანზე ქარის ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე. 

მოწვეული სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. კახას კოლეგებს მოეწონათ მომღერლის ახალი ნამუშევარი და ბევრი მილოცვაც მიიღო. საღამო კონცერტით დაგვირგვინდა.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე