სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
საქართველო, თბილისი - 13:30 | 13.04.2017 ნანახია: 1251სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული ერთიანი სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა 2016 წლის ანგარიშიც მოისმინეს.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა; სასამართლო რეფორმა; სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა; პრობაციის სისტემის რეფორმა; პოლიციის რეფორმა; პროკურატურის რეფორმა; იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა; სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; იურიდიული განათლების რეფორმა; სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.
დღეს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. კერძოდ:
- სასამართლო რეფორმის მიმართულებით − მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა, საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოების დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები უზენაეს სასამართლოში, საქმეთა ელექტრონული სისტემის დანერგვა, ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ინსტრუქციების შემუშავება;
- პროკურატურის სისტემის რეფორმის მიმართულებით − ახალი სტრატეგიის იმპლემენტაცია; პროკურორთა შეფასების სისტემა და ეთიკის კოდექსის დანერგვა;
- სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით −გადახედვა და ცვლილებების მიღება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით − პროფესიონალთა − არასრულწლოვანთა საქმეების გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და საქმეში ჩართული სხვა სპეციალისტების მომზადება; სასჯელის ალტერნატიული სახის − შინაპატიმრობის იმპლემენტაცია.
სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია, აგრეთვე, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების; პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწა; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარება.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა