მდინარე კინტრიშში აღმოჩენილი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 11.04.2017
ნანახია: 1303

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში აღმოჩენილი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა. უბედური შემთხვევა 9 აპრილს მოხდა.

შსს-მ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული პირი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომლისთვისაც სახლი გირაოს სანაცვლოდ ჰქონდა გადაცემული, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ანგარების მიზნით მიაყენა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდო. 

გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. გამოძიება გრძელდება, მკვლელობის ზუსტი მოტივები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები არ გაკეთებულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე