Tbilisi Open Air​-ის ჩატარების დრო და ადგილი უკვე ცნობილია

საქართველო, თბილისი - 16:08 | 11.04.2017
ნანახია: 1969

ანათემა, არქაივი, ლენინგრადი - ამ და სხვა ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს Tbilisi Open Air​-ის სტუმრები სამი დღის განმავლობაში მოისმენენ.

თუმცა, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, წელს მსმენელის წინაშე ცნობილი და ახალბედა ქართველი მუსიკოსებიც წარსდგებიან. მათ შორის სოფთ ეჯექთი 16 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდება.

Tbilisi Open Air​-ის ჩატარების დრო და ადგილი უკვე ცნობილია. ფესტივალი ამჯერადაც ღია ცის ქვეშ - ლისი ვანდერლენში, 16 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე