დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს, აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 11.04.2017
ნანახია: 1484

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე დღეს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის შევა. ამის შესახებ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს.  

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარება სურს. ამასთან, მამა რევაზ სიხარულიძემ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აღსარება უნდა ჩაიბაროს. 

დეკანოზმა რამდენიმე დღის წინ ორი სასულიერო პირი - მამა რევაზ სიხარულიძე და კახაბერ გოგოტიშვილი დაასახელა, რომელთა საპყრობილეში შესვლაც მას სურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე