ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ავღანეთში

საქართველო, თბილისი - 09:20 | 23.09.2015
ნანახია: 2234

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილით დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს."ამ მძიმე წუთებში თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდში დგას და ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას" ნათქვამია განცხადებაში.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.

პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე