დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტს უარყოფს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 07.04.2017
ნანახია: 1079

როცა ადამიანი განსაცდელშია, ის მკაცრად მარხულობს. განაცხადა დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან უერთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

,,ვფიქრობ, რომ ის მკაცრად მარხულობს, ვიდრე შიმშილობს. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს. ელემენტარული ეკლესიური სწავლებაა, როცა ადამიანი განსაცდელშია, ის მკაცრად მარხულობს,” - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა. 

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესვლის მიზანი მისთვის ხარების დღესასწაულის მილოცვა და სულიერი ნუგეში იყო. 

დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის. 

”ნამდვილად შიმშილობს, არის სუსტად და რომ შეხედავ, წონაშიც აქვს დაკლებული. მასთან შედის ყოველდღიურად დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს, რომ საკვებზე უარს ამბობს და იღებს მხოლოდ წყალს. მან ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი მედიკამენტების მიღებაზე უარს. უარს ამბობს იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული”, - განაცხადა რამიშვილმა

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე