მოსამართლეთა დანიშვნის წესზე შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 07.04.2017
ნანახია: 1096

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონის შესახებ სარჩელი. დავის საგანს წარმოადგენდა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა და მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობაში მიმდინარე წელს განხორციელდა ცვლილებები და ორგანულ კანონს დაემატა რიგი დებულებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოსამართლეთა გამწესებაზე უარის თქმის გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე მოსამართლედ გამწესების დასაბუთებას. 

საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადებით, დღევანდელი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით პრობლემატური აღარ არის მოსარჩელის მოთხოვნა. გადაწყვეტილებას სამი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილისა და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი დაერთო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე