სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 10:32 | 07.04.2017
ნანახია: 1159

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში  ბრალდებული ვ.ლ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ  2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის  რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  ურტყამდა  სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს  ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ  ფიზიკური  ტკივილი  განიცადა.

სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა  2 წლის ვადით განუსაზღვრა.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე