გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 06.04.2017
ნანახია: 1805

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

რჩეულიშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ითხოვა. 

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლოს სთხოვა, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს. 

ამასთან, პროკურორებმა გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევაც ითხოვეს, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

აღნიშნული შუალმდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.

გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე