იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:11 | 06.04.2017
ნანახია: 1172

იოსებიძის ქუჩის 69-ა ნომერთან, დღეს გამთენიისას  მამაკაცი დაჭრეს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ტერიტორია სპეციალური ლენტებით არის შემოფარგლული. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.

მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე