პოლიციელის ცემასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს პროკუტატურა კომპენსაციის სახით 19572 ლარს გადაუხდის

საქართველო, თბილისი - 09:43 | 05.04.2017
ნანახია: 1417

პოლიციის ცემასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებული გიორგი ცომაია სასამართლოს სამივე ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურას ცომაიასთვის კომპენსაციის სახით 19572 ლარის გადახდა დეკისრა. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ცომაიამ რამოდენიმე დღის წინ ჩაიბარა.

მისი მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებმა მასზე იძალადეს და სასტიკად სცემეს, შემდგომ კი ბრალი წარუდგინეს პოლიციელის ცემისა და ცივი იარაღის ტარებისთვის.

საგამოძიებო უწყება კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე