გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო, შესაძლოა, 12 აპრილს დატოვოს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 04.04.2017
ნანახია: 1073

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, 12 აპრილს დატოვოს. 12 აპრილისთვის მას პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.

"ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა, სასამართლოში გააგზავნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სწორედ ამ სხდომების გადადების გამო, პროკურორები რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა გურამ რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწუროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე