სოფელ ხიბულაში ერთ-ერთ ოჯახს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 15:01 | 03.04.2017
ნანახია: 1252

ყაჩაღობა ხობის რაიონში - სოფელ ხიბულაში ერთ-ერთ ოჯახს დღეს გამთენიისას დაესხნენ თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა, ერთი პირი კი თავდამსხმელებს გარეთ ელოდებოდათ.

თავდამსხმელები დიდი რაოდენობით თანხას ითხოვდნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 300 ლარი და ოქროს ნივთები წაიღეს.

ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

მიმდინარეობს გამძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე