გელა ხვედელიძეზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 03.04.2017
ნანახია: 1230

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტ ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს, ჟურნალისტებს ამის შესახებ თავად კილაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თავდასხმის მომენტში ხვედელიძე მას ტელეფონით ესაუბრებოდა

ელისო კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად გონზეა,

გელა ხვედელიძეს დღეს, ორი ნიღბიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მის ”ნიუჰოსპიტალში” გადაღებულ ფოტოს ელისო კილაძე ავრცელებს.

კილაძე, მის მიერ 15:00 საათზე დაგეგმილი პრესკონფერენციის შემდეგ დაიკითხება. ის მიიჩნევს, რომ ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაისაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე