სასტიკად ნაცემი 18 წლის ახალგაზრდა და დაბმული დედა - ყაჩაღობა თერჯოლაში

საქართველო, თბილისი - 11:35 | 02.04.2017
ნანახია: 1598

ყაჩაღობა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში - სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი დოღონაძეების ოჯახში შეიჭრა. 

დამნაშავეებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, მის 18 წლის შვილს კი ხელკეტებით სცემეს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახიდან სავარაუდოდ მხოლოდ 1 ბეჭედია წაღებული. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა შსს ჯერჯერობით დამატებით დეტალებს არ ახმაურებს და კომენტარს არ აკეთებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე