შსს-მ მინდელის შახტასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 02.04.2017
ნანახია: 1084

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მარტს ქ. ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. მომხდარიდან მესამე დღეს ტყიბულში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე