შსს მოქალაქე შოთა პაკელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 31.03.2017
ნანახია: 1057

შოთა პაკელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინიტრო. 

უწყების ინფორმაციით, მათ ის გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე დაზიანებები მიიღო. 

პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. ბიო ამოიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც   სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში ბრალდებულმა  მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. ბიო ჰქონდა გადაყლაპული.  

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული განმარტავს, რომ დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და    პოლიციასთან პრეტენზია არ აქვს.   

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე