ადვოკატები დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებას სააპელაციოში დღეს გაასაჩივრებენ

საქართველო, თბილისი - 10:53 | 30.03.2017
ნანახია: 1070

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, თუმცა დაცვის მხარეს იმედი არ აქვს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ადვოკატებისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა არ შეუცვალა.

ორი დღის წინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შოთაძის უწყებას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოსაპოვებლად კიდევ ერთი თვე მისცა.

„არც ერთი მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან არ იყო დასაბუთებული. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად საუბრობდნენ, რომ ის ჩაიდენს დანაშაულს. კითხვაზე რა დანაშაულს ამაზე პასუხი არ არსებობდა. ის თურმე ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე, რომელ მოწმეებზე მაგაზეც პასუხი არ გააჩნდათ,“-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე