სასამართლომ ბრალდებულ გ. ჩქოფოიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 16:10 | 29.03.2017 ნანახია: 1161გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობასა და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გოგიტა ჩქოფოია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია, 2016 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან მოძრაობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბეტონის ზღუდეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავდა, რომ საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა