სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 29.03.2017
ნანახია: 1124

სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მტკიცებულებების არქონის გამო შეწყვიტა. 

დაცვის მხარეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეც ჰყავდა წარმოდგენილი. მისი განმარტებით, აქციის ღამეს, მამუკა ბერიძესთან ერთად, ღამის კლუბში იმყოფებოდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოუწია გამოსვლა, საპატრულო პოლიციამ კი ის როგორც აქციის მონაწილე უსამართლოდ დააკავა. 

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბათუმში 11-12 მარტის ღამეს განვითარებულ მოვლენებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე