„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 29.03.2017
ნანახია: 1111

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა, ყველა განაჩენი, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, სამართლიანი იქნება.  

„ჩვენ ვინმეს მოტყუების განზრახვა არ გვქონია. ვემსახურებით საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო და იქნება იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც ბედით ჩვენთან არიან დაკავშირებული. ბოდიში მინდა მოვუხადო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ურთიერთობაში დაზარალდნენ“, - განაცხადა სხდომაზე რუსუდან კერვალიშვილმა.

სასამართლოს სხდომას „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი არ ესწრებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე