ელისო კილაძის შვილის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:58 | 29.03.2017
ნანახია: 1119

თბილისის პროკურატურამ გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ელისო კილაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით  უკვე დაიკითხა მისი შვილი.

დავით ხარშილაძეს ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. დავით ხარშილაძემ გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

ელისო კილაძე ყველა იმ სამართალდამცველის დაკითხვასაც ითხოვს, რომლებიც დაკავების ოპერციაში მონაწილეობდნენ.

“გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს სამართალდამცავების დაკითხვაც, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. გამოძიების მასალებით მათი რიცხვი არის სამი, მაგრამ რეალური ინფორმაციით, სამი ეკიპაჟი ანუ 12 პოლიციელი. თუ იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება დამნაშავეები არ დაისჯებიან და ეს გამოძიება იქნება ფორმალური,“-განაცხადა ელისო კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე