ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 29.03.2017
ნანახია: 1182

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ხ.ც. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე