საქართველოში უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 29.03.2017
ნანახია: 1444

საქართველოში უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი  დააკავეს. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისდროინდელი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორ იური ლუცენკო  Facebook-ის თავის გვერდზე წერს. დაკავება 25 მარტს მოხდა. ლუცენკოს განმარტებით, კირიუშინს იანუკოვიჩის დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობა ბრალდება. ​„Гмадлобт мегобребі!“ - წერს მადლიერების ნიშნად იური ლუცენკო.

„საქართველოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღის განმავლობაში მისი დაკავების შესახებ, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს“, - აღნიშნავს გენპროკურორი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე