პროკურატურა, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 24.03.2017
ნანახია: 1863

საქართველოს მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მამალაძის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის. ამასთან ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულებისა და შესაბამისი დასკვნების მიღების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე საქმეზე იგეგმება არაერთი მოწმის დაკითხვა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ მამა დავით ჭინჭარაული, მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე დაკითხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე