აშშ-ს ავიაკომპანია Virgin America-ს დღეები დათვლილია

საქართველო, თბილისი - 17:10 | 24.03.2017
ნანახია: 1119

აშშ-ს ავიაკომპანია Virgin America-ს დღეები დათვლილია. Alaska Airlines Group-მა განაცხადა, რომ 2019 წლიდან ბრენდი  Virgin America არსებობას წყვეტს.

„ბოლო 10 თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. ყურადღებით მოვისმინეთ თუ რა სურთ ჩვენგან მგზავრებს“, განაცხადა Alaska Airlines Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგის დარგში სანგიტა ვერნერმა.

მისი თქმით ბრენდი Virgin America ბევრს უყვარს, თუმცა Alaska Airlines Group-ი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ დასავლეთის ბაზარზე ერთი სახელით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ავიაკომპანია Virgin America Skytrax-ის მიერ აშშ-ს საუკეთესო ავიაკომპანიადაა აღიარებული, რომელიც Alaska Airlines-ის ფრთებქვეშ გადავა. ჯგუფმა Virgin America 2016 წელს 2,6 მლრდ დოლარად იყიდა. შესაბამისად გამსხვილებული ავიაკომპანია აშშ-ს მასშტაბით სიდიდის მიხედვით მეხუთე იქნება American-ს, Delta-ს, United-სა და Southwest-ის შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე