ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 24.03.2017
ნანახია: 1265

24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4513 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4509 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.04 თეთრი შეადგინა.                            

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6484 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6443 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6771 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.0609 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე