საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 24.03.2017
ნანახია: 1129

ჟურნალიტს ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი სსმ-ის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა. მოსარჩელე მხარის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ეკა მიშველაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

სხდომაზე მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდგომაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდგომაც, ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავდა. საიამ მოითხოვა, სასამართლოს ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ, დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულად ჩაეთვალა. ასევე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იყო ეკა მიშველაძისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და დისკრიმინაციის კუთხით, 3 000 ლარის გადახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე