თანამშრომლებს დაუფასდათ მათი საქმიანობა - პაატა სალია ,,რუსთავი 2“ -ზე

საქართველო, თბილისი - 18:02 | 23.03.2017
ნანახია: 1856

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ძმები ყარამანაშვილების მიერ ,,რუსთავი 2“ -ის წილების ტელეკომპანიის თანამშრომლებზე გადაცემა ვერ განხორციელდება.

"იურიდიულად ეს ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი და შემდგომ ეტაპებზეც, ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ვერ განხორციელდება, თუნდაც, დასრულდეს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება იმის საფუძველი, რომ დავა ხელახლა დაიწყოს. წილები კვლავაც დარჩება ყადაღის ქვეშ და შეიძლება საკმაოდ დიდ ხანსაც გაიწელოს. თანამშრომლებს დაუფასდათ მათი საქმიანობა, მათი შრომა და ბრძოლა, როგორც ამბობს ყარამანიშვილი თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ეს რომ არ არის ამ შემთხვევაში ნამდვილი მიზანი, ამაში დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება გაკეთდა განცხადებისთვის", - განაცხადა ადვოკატმა ,,იმედთან“ საუბარში.

ლევან და გია ყარამანაშვილებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცემენ. "ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, რომ წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე", - აცხადებენ ყარამანაშვილები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე