სავაჭრო ქსელში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 23.03.2017
ნანახია: 1750

21 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, 1364 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს. აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი „master“ (67 კოლოფი და 1364  ღერი), მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოავლინეს. საქონლის საბაზრო ღირებულებამ 135.2 ლარი შეადგინა.   

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კი, საჩხერის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე