საქართველოდან სომხეთში კონტრაბანდული იარაღის შეტანის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 23.03.2017
ნანახია: 1321

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას ყარაბახის ექს-თავდაცვის მინისტრის სამველ ბაბაიანის დაპატიმრების შესახებ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკთან "ოგანიან-რაფფი-ოსკანიანთან" თანამშრომლობს.

ერევანში ბაბაიანის დაკავებას და საბრძოლო ტექნიკის კონტრაბანდას დაგეგმილ სამხედრო დაპირისპირებას უკავშირებენ. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გასული წლის ივლისში განვითარებული მოვლენების მსგავსი სცენარის გამეორება. მაშინ პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ Игла კონტრაბანდულად საქართველოდან შეიტანეს. საქმეზე დაკავებულია 3 ადამიანი. უწყების ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდული ტრანსპორტირება მოხდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, დანადგარი თითქოს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღისთვის ტეროტორიაზე უნდა შეეტნათ.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე