ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 14:15 | 23.03.2017
ნანახია: 1821

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

"ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ,შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე