"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში განთავსდეს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 23.03.2017
ნანახია: 3349

"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში განთავსდეს. "მაესტრო" დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებს, ტელეკომპანია "იმედი" ასევე დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.

"ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ გაფორმებული არ არის, ისე ერთ-ერთ ვარიანტად მაგასაც ვიხილავთ. შესაძლოა, ასეც იყოს. ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით ნაქირავებია და ვფიქრობთ, "იმედში" არსებული თავისუფალი ფართები შეგვიძლია ავითვისოთ", - განაცხადა ambebi.ge საუბრისას "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე