ქრთამის აღების ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 23.03.2017
ნანახია: 1153

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  „სურსათის ეროვნული სააგენტოს,“  კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ -  ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე