აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 22.03.2017
ნანახია: 1307

მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა დედა-შვილს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ. 

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე