2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 10:32 | 21.03.2017
ნანახია: 1141

ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით 11 საათზე დაიკითხება.
ამჟამად პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორქიფანიძე, 2011 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 

„საჭიროა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, როგორც დემოკრატიული მოძრაობის, პოლიტიკური საბჭოსა და წარსულში პარლამენტის წევრი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით მზად ვარ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარვუდგინო ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა და მოხარული ვიქნები თუ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება დაჩქარდება და იზეიმებს ჭეშმარიტება,“ - განაცხადა ,,იმედთან“ საუბარში ლორთქიფანიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე