პატრიარქი სოფელ შინდისში ჩავა

საქართველო, თბილისი - 09:03 | 23.09.2015
ნანახია: 2879

დღეს, 23 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.

 აღნიშნულ ტერიტორიაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც  საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა.

 ღონისძიებას დაესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე