პრეზიდენტის სიძის მეგობარი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 17.03.2017
ნანახია: 1270

პრეზიდენტის სიძის მეგობარი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,იმედი” ავრცელებს. მიხეილ თათარიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. ბრალდებულს 18 აბი "სუბუტექსის" შეძენა-შენახვას ედავებიან.

მინდია გოგოჭური ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მას და თათარიშვილს შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, თათარიშვილი TOYOTA-ს მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატ ირმა ჭკადუას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარს და მას "სუბუტექსი" არ ჰქონია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე