ესპანეთში საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 16.03.2017
ნანახია: 1112

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაციისას ე.წ. ”ქართული მაფიის” 48 წევრი დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. დაკავებულებს ბრალი ბინების ძარცვაში ედებათ.

ოპერაცია ” Domus-ის გეგმის” ფარგლებში, ჩხრეკა მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესსა და ბარსელონაში ჩატარდა. ამოღებულია ძვირფასეულობა, ელექტროტექნიკა, 13 ათასი ევრო, საბუთები, ასევე ინსტრუმენტები, რომლებსაც სახლების გატეხვისთვის იყენებდნენ. პოლიციამ 40 დანაშაული გახსნა.

გამოძიება გასული წლის მარტში დაიწყო.

ესპანეთის პოლიციამ განახორციელა დაჯგუფების წევრების დაკავებათა სერია. ამ დაჯგუფების წევრები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.

ამოღებული ნივთები გადატანილია მადრიდის პოლიციის სამმართველოში, საიდანაც დაზარალებულებს მათი გატანა  შეეძლებათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე